დახმარების მოლოდინში

June 27, 2009 by ingabajelidze

ჭავჭავაძეზე, თურქეთის საელჩოსთან ახლოს, გზის პირას, ახალაშენებული კორპუსების გვერდით ძველ სახლებს ყველა შეამჩნევდა. დევნილების საცხოვრებელია. იქიდან მოვდივარ, საშინელ ხასიათზე დამაყენა ნანახმა…17 წელია აქ ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან ჩამოვიდნენ. ამ ხნის მანძილზე სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ გარდა დევნილობის 22 ლარისა. ამას ისიც დაემატა, რომ შენობა თავზე ენგრევათ. 60 წლის უნარშეზღუდული კაცი 23 წელია ეტლსაა მიჯაჭვული, თან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აწუხებს, ოპერაცი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ფული არ აქვს. ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავს, ორივე დაოჯახებული, ერთერთი ნაქირავებში გადავიდა იმის გამო, რომ ადგილი არ ჰყოფნიდათ. ახლა 250 ლარს იხდის ბინის ქირაში 300 ლარიანი ხელფასით, დარჩენილი 50 ლარი ფეხმძიმე ცოლის სარჩენად უნდა ეყოს…წამოსვლისას იმედიანი თვალები გამომაყოლეს, ჩემი უძლურების შემრცხვა…:( არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უნდა მივიდე, არ ვიცი, ამით როგორ დავეხმარები იმ ადამიანებს, მაგრამ მაინც…

Hello world!

June 27, 2009 by ingabajelidze

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!